Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფლორიდაში მაშველები ეძებენ 12-სართულიანი სახლის ნანგრევებში მოყოლილ გადარჩენილ ადამიანებს


ფლორიდაში, მაიამის მახლობლად, მაშველები და ძაღლები ეძებენ 12-სართულიანი სახლის ნანგრევებში მოყოლილ გადარჩენილ ადამიანებს. ამ მომენტისთვის დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. 160-მდე ადამიანი ჯერაც დაკარგულად ითვლება, რაც ზრდის შიშს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

კატასტროფა 24 ივნისს ღამით მოხდა. ხელისუფლების თანახმად, ჯერაც არაა გარკვეული, რატომ ჩამოინგრა შენობა.

გუბერნატორ რონ დესანტისის თქმით, მაშველთა ჯგუფები ყოველ ღონეს ხმარობენ ადამიანების გადასარჩენად და „ისინი შესვენებას არ აპირებენ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG