Accessibility links

site logo site logo

ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 13 პირი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე დაბა ურეკში 13 პირი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, 24 ივნისს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, დაბა ურეკში, 1988 წელს დაბადებული შ.ლ. დააკავეს და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, როგორც შსს იუწყება, პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ დაკავებულის ნაცნობები, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამცველებმა 13 პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG