Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„როგორიც არის კალიფორნიაში" - პრემიერი კახეთში რკინიგზის მშენებლობის იდეას განიხილავს


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა „ევროპელი სოციალისტების" წევრის დავით ზილფიმიანის შეკითხვას, კახეთში რკინიგზის მშენებლობის შესახებ.

როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, ეს საკითხი მან უკვე განიხილა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობასთან.

„მატარებლის გახსნას, რაც შეეხება, ზოგადად, მატარებლის იდეას კახეთში, ძალიან კარგი იდეა იქნებოდა, როგორიც არის კალიფორნიაში. მიუყვება კალიფორნიაში ეს პროექტი, იგივე, რომ განხორციელდეს კახეთში, ძალიან კარგი იქნებოდა. დღეს არ ვარ მზად, რომ გითხრათ პასუხი, არ მინდა, რომ ტყუილი გამომივიდეს. განხილვაშია ეს პროექტი. შეგვიძლია, ეს განვიხილოთ. რკინიგზის ხელმძღვანელობას ჩვენ უკვე დავავალეთ, რომ წარმოდგენა გვქონდეს, რა თანხებზე შეიძლება იყოს ამაზე საუბარი. ზოგადად საუბარი არის, მე როცა მქონდა რკინიგზასთან შეხვედრა... რამდენიმე კვირის წინ გვქონდა ჩვენ სამუშაო შეხვედრას", - აღნიშნა ღარიბაშვილმა და დააზუსტა, - „ჩვენ ასევე განვიხილეთ ლაგოდეხი-თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობაც. მაგის სავარაუდო ბიუჯეტის დათვლაზეც მიმდინარეობს მუშაობა, რომ ვიცოდეთ, როდის შეიძლება ამაზე დავიწყოთ მუშაობა. გადაადგილება, რა თქმა უნდა, გახდება უფრო მარტივი და უფრო გაადვილდება".

პრემიერ-მინისტრმა ანგარიშთან ერთად პარლამენტში წარადგინა 2020-2030 წლების სამოქმედო გეგმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG