Accessibility links

site logo site logo

ბაიდენმა ავღანეთის ლიდერებს განუცხადა, რომ თავიანთი ქვეყნის ბედი თვითონ უნდა გადაწყვიტონ


აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი. ვაშინგტონი, თეთრი სახლი, 2021 წლის 25 ივნისი

აშშ-ის პრეზიდენეტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთის ლიდერებს მოუწოდა, რომ მათ უნდა გადაწყვიტონ ქვეყნის მომავალი, როცა ის 25 ივნისს შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის და აბდულა აბდულას, ეროვნული შერიგების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს.

ბაიდენმა, ავღანეთის ლიდერებს „ორი ძველი მეგობარი უწოდა“, როცა მათ თეთრ სახლში მასპინძლობდა და განუცხადა, რომ ავღანეთისთვის აშშ-ის დახმარება არ წყდება აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ქვეყნიდან გასვლის დასრულებით, თითქმის ოცწლიანი ომის შემდეგ.

ოვალურ ოფისში შეხვედრისას, როცა ღანი ბაიდენის გვერდით იჯდა, ავღანეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის პატივს სცემს ბაიდენის გადაწყვეტილებას, გაიყვანოს აშშ-ის ჯარი, და რომ „გადაწყვეტილების გამო ყველას მოუწია ახლებურად „გაეთვალათ და გადაეხედათ“. ბაიდენმა თქვა, რომ „უაზრო ძალადობა“ ავღანეთში უნდა შეწყდეს და დასძინა, რომ აშშ ყველაფერს აკეთებს, რათა ავღანეთის მთავრობას ყველა საჭირო ინსტრუმენტი ჰქონდეს, რომელიც ესაჭიროება.

თალიბანმა ბოლო კვირებში დაიკავა და კონტროლი დააწესა ათობით რაიონზე, სადაც მთავრობის ჯარი იდგა.

ავღანელმა მოხელეებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს 25 ივნისს, რომ ავღანეთის უშიშროების ძალების იერიშების დროს ცხარე ბრძოლები იყო. ღანიმ განაცხადა, რომ ავღანეთის მთავრობის ძალებმა 25 ივნისს ექვსი ოლქი დაიბრუნეს.

ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ მან რეპორტიორებს განუცხადა, რომ ახლა ქაბულის ამოცანაა, „შედეგები დაძლიოს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG