Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბორჯღალოსნებმა“ თელავში ნიდერლანდის ნაკრებს მოუგეს


მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი იყო უკანახაზელი დავით ნინიაშვილი, რომელმაც სამი ლელო გაიტანა. 
მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი იყო უკანახაზელი დავით ნინიაშვილი, რომელმაც სამი ლელო გაიტანა. 

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის სეზონი ასპროცენტიანი შედეგით დაასრულა და საჩემპიონო თასს დაეუფლა. ბორჯღალოსნებმა ბოლო ტურში, თელავის „კავკასიონი არენაზე“ უმასპინძლეს ნიდერლანდის ნაკრებს და მოლოდინისამებრ, ადვილად აჯობეს - ანგარიშით 48:15. მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი იყო უკანახაზელი დავით ნინიაშვილი, რომელმაც სამი ლელო გაიტანა.

ნიდერლანდთან მატჩამდე, საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და ჩემპიონობაც ვადაზე ადრე გაინაღდა. 6 მარტს ლისაბონში დაამარცხა პორტუგალია, ანგარიშით 29:16, 14 მარტს მადრიდში სძლია ესპანეთს (25:19), 20 მარტს კალინინგრადში, რუსეთს (23:6) და 28 მარტს თბილისში, რუმინეთს (28:17).

ბორჯღალოსნებს უახლოეს ერთ თვეში სამი ძალიან საინტერესო ტესტ-მატჩი ელით. 2 და 9 ივლისს, სტუმრად, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან - სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან და 17 ივლისს თბილისში, შოტლანდიასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG