Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით ავღანური ოჯახი იძულებულია დატოვოს საცხოვრებელი ყუნდუზისთვის გამძაფრებული ბრძოლების დროს


ავღანეთის არმიის მებრძოლები ყუნდუზში, 22 ივნისი, 2021 წელი
ავღანეთის არმიის მებრძოლები ყუნდუზში, 22 ივნისი, 2021 წელი

სამაშველო სამსახურის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა ჩრდილოეთ ავღანეთში 26 ივნისს განაცხადეს, რომ დაახლოებით 5000 ოჯახი იძულებით გახდა თავისი საცხოვრებელი დაეტოვებინა. მთავრობის ჯარები ებრძვიან თალიბანის მეომრებს საკვანძო მნიშვნელობის ქალაქზე, ყუნდუზზე, კონტროლის დასამყარებლად. თალიბებმა უკვე დაიკავეს ყუნდუზის მიმდებარე რაიონები.

ღულამ სახი რასულიმ, ყუნდუზის ლტოლვილთა და რეპატრიაციის უწყების დირექტორმა, განაცხადა, რომ ათასობით ოჯახი საჭიროებს დახმარებას და კიდევ ათასობით სხვა ოჯახმა პროვინცია დატოვა. თალიბებმა, რომლებიც უკვე აკონტროლებენ ქვეყნის ძირითად რაიონებს, სწრაფ წარმატებებს მიაღწიეს მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ჯარებმა შეერთებული შტატების მეთაურობით ოფიციალურად დაიწყეს ავღანეთის დატოვება 1 მაისს.

ამან ბიძგი მისცა თალიბანის მებრძოლებს და ახალი კონტროლი მოიპოვა ათობით რაიონზე, საერთაშორისო ჯარების გაყვანის დასრულებამდე სამი თვით ადრე. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანისა და ავღანეთის ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, აბდულა აბდულას 25 ივნისს, თეთრ სახლში, უთხრა, რომ "ავღანელებს (თავად) მოუწევთ განსაზღვრონ თავიანთი მომავალი".

ბაიდენმა პირობა დადო, რომ "ჩვენ თქვენთან ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ ყველა საჭირო ინსტრუმენტი ." სამშვიდობო მოლაპარაკებები ავღანეთის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებსა და თალიბანს შორის, რომელიც ყატარში გაიმართა 2020 წლის სექტემბერში, ძირითადად შეწყდა.

XS
SM
MD
LG