Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის ციხეში თანამემამულე მოკლა


26 ივნისს კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ხანიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ორ თანამესაკნე საქართველოს მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი, 53 წლის მამაკაცი ხელნაკეთი დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე საბერძნეთში საქართველოს საელჩოს კონსული ესაუბრა ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციის უფროსს, რომელმაც პირად საუბარში დაუდასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი. ასევე, განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ უკვე ინფორმირებულია მისი ოჯახი. საელჩო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მოქალაქის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს. საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციასთან და მზადაა კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს ყველანაირი დახმარება გარდაცვლილის ოჯახს”, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბერძნული მედიის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილ საქართველოს მოქალაქე დ.მ.-ს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი 2008 წლის 4 ივნისს მსახიობ ნიკოს სერგიანოპულოსის მკვლელობის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG