Accessibility links

site logo site logo

ამერიკულმა ავიაციამ სირიასა და ერაყში დაბომბა ირანის მოკავშირე დაჯგუფებების პოზიციები


ამერიკულმა ავიაგამანადგურებლებმა იერიში მიიტანეს ირანის მოკავშირე დაჯგუფებების პოზიციებზე ერაყი-სირიის სასაზღვრო რაიონებში.

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, ჯონ კირბის ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდების განკარგულებით, 27 ივნისს საღამოს, შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში ორ და ერაყში ერთ ადგილას ზუსტი ავიაიერიშები განახორციელეს ოპერატიულ ობიექტებსა და იარაღის საწყობებზე, რომლებსაც იყენებენ ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები, მათ შორის „კატაიბ ჰესბოლა“ და „კატაიბ საიდ ალ-შუჰადი“.

პენტაგონის განმარტებით, ეს დაჯგუფებები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მოქმედებენ ერაყში მყოფი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამერიკელი სამხედროები ერაყში იმყოფებიან ადგილობრივი მთავრობის მიწვევით და ერთადერთი მიზნით - ერაყის უსაფრთხოების ძალებს დაეხმარონ „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებაში.

პენტაგონის თანახმად, აშშ-მა მიმართა აუცილებელ და გააზრებულ ქმედებას, რომელიც მიმართული იყო ესკალაციის რისკის შეზღუდვისკენ და ასევე, წარმოადგენდა შეკავების მკაფიო, არაორაზროვან სიგნალს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, აშშ მოქმედებდა თავდაცვის უფლების შესაბამისად, ავიაიერიშების მასშტაბი შეღუდული იყო და მიზნად ისახავდა საფრთხის განეიტრალებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG