Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა


PCR-ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ქსავიე ბეტელს. მისი პრესსამსახურის თანახმად, ბეტელს მსუბუქი სიმპტომები აქვს, იზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურად გააგრძელებს.

გამოცემა RTL-ის ინფორმაციით, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა 6 მაისს გაიკეთა და მომავალ ხუთშაბათს მეორე დოზით უნდა აცრილიყო.

გასულ კვირაში, ქსავიე ბეტელი ბრიუსელში ესწრებოდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტს. მისი პრესმდივნის განცხადებით, სამიტის მსვლელობისას პრემიერ-მინისტრი ყველა წესს იცავდა და კოლეგებთან ახლო კონტაქტი არ ჰქონია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG