Accessibility links

site logo site logo

პატიმრობაში მყოფ რუს აქტივისტ პივოვაროვს სურს, ოპოზიციის კანდიდატი იყოს


პატიმრობაში მყოფი ანდრეი პივოვაროვი, რომელიც წარსულში ხელმძღვანელობდა პროდემოკრატიულ მოძრაობას "ღია რუსეთი", პარტია "იაბლოკოს" დამფუძნებელს, გრიგორი იავლინსკის მოუწოდებს, ის პარტიის კანდიდატად რეგისტრაციაში გაატაროს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის.

იავლინსკისადმი 28 ივნისით დათარიღებულ ღია წერილში პივოვაროვი წერს, რომ პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო სათათბიროს 19 სექტემბრის არჩევნები "დიდი ალბათობით უკანასკნელი კენჭისყრაა, სადაც შესაძლებელი იქნება დამოუკიდებელი კანდიდატების სიის ფორმირება", რომელსაც "ქვეყანაში თავისუფლების მოსურნე" ათობით მილიონი ამომრჩეველი დაუჭერს მხარს.

"მზად ვარ, თავს „იაბლოკოს“ მხარდამჭერი ვუწოდო, მისი ბევრი წევრი ჩემი მეგობარია. „იაბლოკო“, მოცემულ მომენტში, არის ერთადერთი პარტია, რომელიც ღიად უარყოფს პუტინის ავტორიტარულ რეჟიმს და შეუძლია ხელმოწერების შეგროვების გარეშე წარადგინოს კანდიდატები, ჩემთვისაც და სხვებისთვისაც, ვინც პოლიტიკური რეპრესიების წისქვილში აღმოჩნდა", - წერს პივოვაროვი.

რუსეთის მოქალაქეები 19 სექტემბერს აირჩევენ პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო სათათბიროს წევრებს და ცხრა რეგიონულ გუბერნატორს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG