Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ მეგობრობის ოცწლიანი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე


რუსეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ მეგობრობის ოცწლიანი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე, რაც წარმოადგენს მორიგ ნაბიჯს მოსკოვის და პეკინის დაახლოების პროცესში.

კრემლმა 28 ივნისს გამოაქვეყნა რუსეთის და ჩინეთის ერთობლივი განცხადება, რომლითაც აღნიშნავენ ხელშეკრულების გაფორმების მეოცე წლისთავს, ხოლო პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა ვიდეოჩართვით შეხვედრა გამართეს.

ერთ დროს კომუნისტურმა მეტოქეებმა, ორმა ქვეყანამ გააღრმავა კავშირები და თანამშრომლობა, დიდწილად აშშ-ის მიმართ უნდობლობის ფონზე. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოსკოვმა და პეკინმა გააფართოვეს კავშირები სამხედრო, ენერგეტიკის და ეკონომიკის სხვა სფეროებში, და რიგ საკითხებში ერთმანეთს დიპლომატიურადაც უჭერენ მხარს.

მოსკოვის ურთიერთობა აშშ-სთან და მის დასავლელ მოკავშირეებთან ცივი ომის პერიოდის დაბალ ნიშნულს აღწევს, კავშირებს ძაბავს რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევა, უკრაინის კონფლიქტი და კიბერთავდასხმები, რომლებშიც რუს ჰაკერებს სდებენ ბრალს.

რუსეთს და ჩინეთს ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები და დასავლეთი ადანაშაულებენ გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებით არამართებულად სარგებლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG