Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიო ლიგის სუპერფინალის პლეი ოფში საბერძნეთს შეხვდება


საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიო ლიგის სუპერფინალის ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილით დაასრულა.

დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა, თბილისის ოლიმპიურ აუზში მიმდინარე პრესტიჟულ ტურნირზე, იაპონიის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების (13:12) შემდეგ, მონტენეგროსთან (8:19) და ამერიკის შეერთებულ შტატებთან (9:13) წააგო. ამერიკელებთან მატჩს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი დაესწრნენ.

29 ივნისიდან, მსოფლიო ლიგის სუპერფინალი პლეი ოფებით გაგრძელდება. მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე საბერძნეთი იქნება, რომელმაც მეორე ოთხგუნდიან ჯგუფში მოუგო საფრანგეთს (10:8) და ყაზახეთს (14:9), წააგო იტალიასთან (8:11) და მეორე ადგილი დაიკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG