Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში გაიმართება საქართველოს ხელისუფლების და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა შეხვედრა


გაეროს ოფისი ჟენევაში
გაეროს ოფისი ჟენევაში

ჟენევაში იწყება საერთაშორისო დისკუსიის 53-ე რაუნდი. დღეს ტექნიკური, სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაიმართება, ხვალ კი, დისკუსიის ძირითადი რაუნდი.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია კვლავ მოითხოვს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის საპატიმროებში მყოფი ზაზა გახელაძის და ირაკლი ბებუას და სხვა უკანონო პატიმრების უპირობოდ გათავისუფლებას.

ჟენევის დისკუსიის დღის წესრიგშია საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესის შეწყვეტა, ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით ახალგორის და გალის რაიონებში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების და სხვა უფლებების შეღუდვა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას თანათავმჯდომარეობას უწევენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ჟენევის ფორმატით, მოლაპარაკებაში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო მთავრობების, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები.

წინა, 52-ე რაუნდი 2021 წლის მარტში გაიმართა.

XS
SM
MD
LG