Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთი დათანხმდა ბელარუსის ოპოზიციის ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნას


ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაკუბ კულჰანეკი
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაკუბ კულჰანეკი

ჩეხეთის რესპუბლიკა დათანხმდა, პრაღაში ბელარუსის ოპოზიციის ოფიციალური ოფისი გაიხსნას.

ოპოზიციას ბელარუსში გამკლავება უწევს ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის სასტიკ რეპრესიებთან.

„ბელარუსის ოპოზიციას ჩეხეთის რესპუბლიკა უპირობოდ უჭერს და დაუჭერს მხარს“, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაკუბ კულჰანეკმა, თავის ტვიტში. ჩეხმა მინისტრმა ამის შესახებ გამოაცხადა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას პრაღაში ვიზიტიდან რამდენიმე კვირაში.

ანალოგიური ოფისები ბელარუსის ოპოზიციას აქვს ლიეტუვასა და პოლონეთში.

„გვახსენდება 1920-იანი წლები, როცა დემოკრატი რუსები უსაფრთხო ადგილს პოულობდნენ პრაღაში“, - განაცხადა ტვიტერით იაკუბ იანდამ, ევროპის პოლიტიკის და უსაფრთხოების ცენტრის დირექტორმა პრაღაში. ლუკაშენკას რეჟიმი საერთაშორისო ზეწოლის ქვეშაა მას მერე, რაც ის ბელარუსის პოლიტიკური ოპოზიციის და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართავს სასტიკ რეპრესიებს შარშან აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და მათმა კანდიდატმა გაიმარჯვა. დასავლეთი, ევროკავშირი და აშშ არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და ლუკაშენკას არ მიიჩნევენ კანონიერ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG