Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის არმიამ ჩრდილოეთის - ფარიაბის პროვინციაში ორი რაიონი დაიბრუნა


ავღანეთი, თახარის პროვინცია. ავღანეთის არმიის მეომრები. 27 ივნისი, 2021 წელი
ავღანეთი, თახარის პროვინცია. ავღანეთის არმიის მეომრები. 27 ივნისი, 2021 წელი

ავღანეთის უშიშროების ძალებმა კონტროლი აღადგინეს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ფარიაბის პროვინციის ორ რაიონზე თალიბებთან ცხარე ბრძოლების შედეგად, იტყობინება ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო 29 ივნისს.

თალიბანმა გასულ კვირებში ათეულობით რაიონი წაართვა სამთავრობო ძალებს, რის გამოც გაიზარდა შეშფოთება, რომ აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო ძალების მიერ ავღანეთის დატოვების შემდეგ, მთავრობა და არმია, რომლებსაც დასავლეთი უჭერს მხარს, დაემხობა.

განცხადების თანახმად, ფაშთუნ ქოთი და ხან ჩაჰარბაღი ავღანეთის მთავრობის ძალებმა 28 ივნისს დაიკავეს. ავღანეთის არმიას წინსვლა ჰქონდა ღაზნის და ფარვანის პროვინციებში. ოფიციალური პირების და სხვა წყაროების თანახმად, არმიამ წინ წაიწია ასევე ყუნდუზსა და თახარის პროვინციებში.

რადიო თავისუფლებას ადგილობრივი წყაროები ამცნობენ, რომ ცხარე ბრძოლებია ბაღლანში, ყუნდეზში, ბალხში, თაზხარში, ასევე ფარიაბში, ფაქთიასა და ზაბულში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

XS
SM
MD
LG