Accessibility links

site logo site logo

მამუკა ხაზარაძის აზრით, თემურ ჭყონია იქნება თბილისის მერობის კარგი კანდიდატი 


თემურ ჭყონია

პარტია „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „TV პირველის" ეთერში დაასახელა თბილისის მერობის მისთვის სასურველი კანდიდატი. როგორც ხაზარაძე ამბობს, ბიზნესმენი თემურ ჭყონია კარგი კანდიდატი იქნებოდა.

„თემურ ჭყონია იქნება, ჩემი აზრით, ძალიან კარგი კანდიდატი, უპარტიო. მე ვფიქრობ, რომ ხალხი, რაც უფრო მეტი მოვა [პოლიტიკაში] რომელსაც არ აქვს არანაირი პარტიული მიკერძოება, არის თავისუფალი და სულ კრიტიკულად გამოთქვამს [აზრს]... არის ორი უზარმაზარი ამერიკული კორპორაციის კორპორაციის წარმატებული ადამიანი, რომელმაც ტრანსფორმირება გააკეთა. მე თემურის ერთ-ერთ ლოკომოტივად მივიჩნევ ქართული ბიზნესის", - თქვა მამუკა ხაზარაძემ და დაამატა - „მე მქონოდა საუბარი. ვერ დაგიდასტურებთ რომ მისგან [თემურ ჭყონიასგან] დადებითი პასუხი მივიღე".

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG