Accessibility links

site logo site logo

იტალიამ და გერმანიამ დაასრულეს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გეგმა


იტალიის მთავრობა აცხადებს, რომ დაასრულა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესი, რითაც დამთავრდა ორი ათწლეულის განმავლობაში გაგრძელებული მისია. იტალიის მხრიდან ჯარის გამოყვანა ნაწილია ფართომასშტაბიანი პროცესისა, რომლის ფარგლებშიც ავღანეთს საერთაშორისო ძალები ტოვებენ.

აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია აპრილში შეთანხმდა, რომ დაასრულებდა ავღანეთში 9.600 პირისგან შემდგარ მისიას. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ ამერიკის სამხედროების ავღანეთიდან გამოყვანის პროცესი დასრულდება 11 სექტემბერს - მეოცე წლისთავზე ალ-ყაიდის მხრიდან აშშ-ზე განხორციელებული თავდასხმებისა, რამაც ბიძგი მისცა ავღანეთში შესვლას და თალიბანის მთავრობის დამხობას, რომელიც ამ ტერორისტულ ქსელს მფარველობდა.

"წუხელ ოფიციალურად დასრულდა ავღანეთში იტალიის მისია", - განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა, ლორენცო გუერინიმ მას შემდეგ, რაც იტალიის ქალაქ პიზაში ჰერატიდან ათობით იტალიელი სამხედრო ჩავიდა.

29 ივნისს გერმანიამაც გამოაცხადა ბოლო სამხედროების გამოყვანის შესახებ ავღანეთიდან, რითაც მანაც დაასრულა ქვეყანაში თითქმის 20-წლიანი მისია.

29 ივნისს სააგენტო როიტერსი იუწყებოდა, რომ აშშ-ის არმია რამდენიმე დღეში დაასრულებს სამხედროთა გამოყვანის პროცესს, რაც მნიშვნელოვნად უსწრებს 11 სექტემბრისთვის დაწესებულ ვადას.

საერთაშორისო ძალების ჩქარი ტემპით გამოსვლის ფონია თალიბანის შეტევების გახშირება ავღანეთის მასშტაბით, რაც ზრდის შეშფოთებას, რომ ქვეყანაში, შესაძლოა, სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომი დაიწყოს.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG