Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ხანძარია


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარია.

ცეცხლი ტყით დაფარულ ზონაში, მრავალწლოვან ხეებს უკიდია. ნაკრძალის ხელმძღვანელობის თქმით, ხანძარი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ცეცხლის კერა მთიან რელიეფზეა, რის გამოც სპეციალური ტექნიკით ადგილამდე მისვლა ვერ ხერხდება.

„ხეებს სავარაუდოდ მეხი დაეცა. კვამლი შევნიშნეთ. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ფეხით მივდივართ. რელიეფი საკმაოდ რთულია და მოგვიანებით ზუსტად გვეცოდინება ხანძრის მასშტაბები“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ვაშლოვანის ნაკრძალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვაჟა ჩერქეზიშვილმა.

მისი ინფორმაციით, დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მობილიზებული არიან იმ ადგილზე, სადამდე მისვლაც შეძლეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ნაკრძალის ტერიტორიაზე იმყოფებიან და რეაგირებას ახდენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG