Accessibility links

site logo site logo

რესპუბლიკური საავადმყოფო: "ასტრაზენეკას" მაცივარში პატარა ტემპერატურული გადახრა დაფიქსირდა


რესპუბლიკური საავადმყოფოს იმ მაცივარში, სადაც 700-ზე მეტი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინა ინახებოდა, "პატარა ტემპერატურული გადახრა" დაფიქსირდა. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორის მოადგილემ, ჯავარა უგრეხელიძემ მიაწოდა.

"სტანდარტი არის ასეთი, მაცივარი, რომელშიც ინახება ვაქცინები, ტემპერატურული რეჟიმის შემოწმება ხდება 2 ხერხით, ერთი ხერხი არის დღეში ორჯერ ტემპერატურული რეჟიმის დაფიქსირება და მეორე, გეგმურად, 2 კვირაში ერთხელ ამოღებული მონაცემი. როგორც კი დაფიქსირდა პატარა გადახრა ტემპერატურული რეჟიმიდან, ამოღებული იქნა ეს ვაქცინები და გადატანილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შესანახად. თუმცა, საბოლოო დასკვნა ჯანმოსი და რეგულირების სააგენტოს საბოლოო დასკვნა არის ერთმნიშვნელოვნად ასეთი, რომ ამ ვაქცინებს პრობლემა არ შექმნია და შეიძლება გამოყენება", - განაცხადა მან.

მისი თქმით, არასწორი ინფორმაციაა, რომ კლინიკაში ვაქცინები გაფუჭდა.

"აუდიტის სამსახური შემოსულია რესპუბლიკურ საავადმყოფოში, წაიღო ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ვაქცინის მოთხოვნას, განადგურებულ დოზებს და აცრილი ადამიანების რაოდენობას".

"ასტრაზენეკას" ვაქცინებთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ 16 ივნისიდან შეზღუდული მარაგების გამო კლინიკებმა ვაქცინაციის პროცესი შეაჩერეს. მოგვიანებით ცრიდნენ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც პირველიდან მეორე აცრამდე შუალედური პერიოდი ეწურებოდათ.

შექმნილი ხარვეზის გამო საკითხის შესწავლა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა. შედეგები ჯერ არ არის ცნობილი.

დღევანდელი მონაცემებით, ჯამში, საქართველოში შემოსულია "ასტრაზენეკას" 86 200 დოზა. კოვაქს-პლატფორმის გავლით საქართველო კიდევ ელოდება 43 000 დოზა ვაქცინას. ამ ვაქცინის შესანახად "ჩვეულებრივი მაცივარიც" გამოდგება, -2-დან -8 გრადუსამდე მერყეობს ტემპერატურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG