Accessibility links

site logo site logo

ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენს მოითხოვენ


დედოფლისწყაროში, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. რადიო თავისუფლებას ნაკრძალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვაჟა ჩერქეზიშვილმა განუცხადა, რომ რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერამდე სახანძრო მანქანის მისვლა ვერ ხერხდება. მან აღნიშნა, რომ მთელი დღის განმავლობაში მაშველებთან და რეინჯერებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა.

ჩერქეზიშვილის თქმით, ისინი ფიზიკური ძალის გამოყენებით ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ, თუმცა ეს ვერ შეძლეს. ის ამბობს, რომ თუ ხანძრის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენი არ ჩაერთო, სხვაგვარ გამოსავალს ვერ ხედავს.

„ჩვენ მივითხოვეთ რომ ვერტმფრენი გამოიყოს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ არ ვიცი. სახანძრო მანქანა სადაც ჩერდება იქიდან სამ კილომეტრშია ხანძარი. დღეს მუშაობა დავასრულეთ", - ამბობს ვაჟა ჩერქეზიშვილი.

ხანძარი ნაკრძალის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 ჰა ფართობზეა გავრცელებული. ხანძარი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG