Accessibility links

site logo site logo

ანტონიუ გუტერეშმა აშშ-ს მოუწოდა, ირანს გაუუქმოს სანქციები, რასაც ითხოვს 2015 წლის შეთანხმება


ანტონიუ გუტერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა აშშ-ის მთავრობას მოუწოდა, გააუქმოს ირანისთვის დაწესებული ყველა სანქცია, როგორც ეს გათვალისწინებული იყო თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ძალებს შორის ბირთვულ სფეროში 2015 წელს მიღწეული შეთანხმებით.

ამავე დროს, გაეროს უშიშროების საბჭოსთვის 30 ივნისს გაგზავნილ მოხსენებაში გუტერეში ირანს მოუწოდებს, დაუბრუნდეს შეთანხმების სრულად შესრულებას. ის თეირანის მიერ შეთანხმების დარღვევას „შემაშფოთებელ ნაბიჯებს“ უწოდებს.

გენერალური მდივნის მოწოდებების ფონია ვენაში ირანსა და აშშ-ს შორის მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკებები, რომლის მიზანია, განაახლოს შეთანხმება, რომელიც ირანს შეზღუდვებს უწესებს ბირთვულ სფეროში საქმიანობას საერთაშორისო სანქციების გაუქმების სანაცვლოდ.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წელს დატოვა შეთანხმება და მკაცრი სანქციები განაახლა, რაზე პასუხადაც თეირანმა ეტაპობრივად შეასუსტა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

15-წევრიანმა უშიშროების საბჭომ 30 ივნისს იმსჯელა გუტერეშის მოხსენებაზე, რომელიც 2015 წლის რეზოლუციის ხორცშესხმას ეხება. რეზოლუციაში ჩაწერილია ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების პირობები. გარიგება მიღწეულ იქნა ირანს, აშშ-ს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, რუსეთსა და ჩინეთს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG