Accessibility links

site logo site logo

ვაშლოვანში, დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ჩააქრეს


ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ დღეს დილით იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მისი ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებული იყო ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე, წაქცეულ ხეებსა და კუნძებზე, რთული რელიეფის გამო კი ვერ ხერხდებოდა ხანძრის კერებთან ტექნიკის მიყვანა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, მეხანძრე-მაშველების 30-კაციანმა ჯგუფმა ხანძარი ინდივიდუალური აღჭურვილობების გამოყენებით ჩააქრო.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარი 30 ივნისს გაჩნდა, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნის შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG