Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 30-მდე აბიტურიენტს


კორონავირუსი დაუდასტურდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებულ კიდევ 30-მდე აბიტურიენტს. ამის შესახებ დღეს მედიას აცნობა შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ.

საქართველოში მეორე დღეა ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. პირველ დღეს, 1 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა 20-მდე აბიტურიენტს. შესაბამისად, ბოლო ორ დღეში ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლო 50-მდე აბიტურიენტმა.

მათთვის, ვინც კოვიდინფექციის გამო, გამოცდაზე დანიშნულ დროს ვერ გამოცხადდა, დამატებითი სესია დაინიშნება გამოცდის თარიღიდან არაუგვიანეს 14 დღისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG