Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორჯერ აცრილების 0,2% კორონავირუსით დაინფიცირდა - ამირან გამყრელიძე


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ორჯერადად აცრილია 100 ათას ადამიანზე მეტი, მათი მცირე ნაწილი კი აცრის შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირდა. მონაცემები მან მედიას მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა.

"ჩვენ ვსწავლობთ აცრის შემდგომ დაინფიცირების მაჩვენებელს. ორჯერად აცრილებში გვაქვს [ინფიცირების] 0,2%, ერთჯერადად აცრილებში გვაქვს 0,8%... მედიცინაში აბსოლუტური, 100-პროცენტიანი დაცვა არ არსებობს. არ არსებობს აცრა, რომელიც 100 პროცენტით იცავს, მაგრამ დღევანდელი ეს აცრები იცავს 80-დან 95 პროცენტის ფარგლებში. ყველა ეს ვაქცინა იცავს გართულებისგან და ფატალური შედეგებისგან", - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღეს ვაქცინის პირველ დოზებზე რეგისტრაცია პრაქტიკულად შეჩერებულია. როგორც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, ქვეყანაში მილიონი დოზა ჩინური წარმოების ვაქცინები დღეს ჩამოვიდა და ვაქცინაციის პროცესი 5 ივლისიდან განახლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG