Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა რუმინეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მოხდარი აფეთქების შედეგად


სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა 2 ივლისს შავიზღვისპირა ქალაქ კონსტანცაში მდებარე რუმინეთის ნავთობგადამამუშევებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად.

ოფიციალური წყაროები ჯერჯერობით აფეთქების მიზეზებზე არ საუბრობენ.

ქარხანა, სადაც აფეთქება მოხდა, კომპანია Rompetrol Rafinare-ს ეკუთვნის. მაშველები და მეხანძრეები აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაციაზე მუშაობენ.

პრემიერ-მინისტრმა გლორიან სიტუმ ფეისბუკზე დაწერა, რომ მთავრობას ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაციის აუცილებლობის შესწავლა დაავალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG