Accessibility links

site logo site logo

ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ხატავენ უცხო პირები თბილისის მეტროს ვაგონებზე


ინტერნეტით ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ხატავენ მეტროს ვაგონებზე. ვიდეოკადრები თბილისშია გადაღებული.

ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ შემოდის რამდენიმე პირი საქართველოს საზღვარზე. ამავე ვიდეოში რამდენიმე წამით ჩნდება "დიდუბის" მეტროსადგური, მოგვიანებით კი ჩანს, როგორ იპარება სამი პირი მეტროს დაცულ სივრცეში. ვიდეო ზაფხულშია გადაღებული, რადგან კადრში გამოჩენილი პირები, რომელთა იდენტიფიცირებაც შეუძლებელია, მაისურებითა და შორტებით არიან.

5-წუთიანი ვიდეოს მეორე წუთიდან უკვე ჩანს, როგორ ხატავენ მეტროს მოდერნიზებულ ვაგონებზე. სწორედ ასეთი ვაგონები მოძრაობს თბილისის მეტროში.

ამ საკითხთან დაკავშირებით რადიო თავისუფლება დაუკავშირდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. მათი განმარტებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ჩადიან და მეტროს ვაგონებზე ხატავენ და ასეთი შემთხვევა საქართველოშიც რამდენჯერმე ყოფილა.

"რამდენიმე კვირის წინ შეგვიღებეს ვაგონები. ძირითადად უცხოელები არიან ხოლმე, რომელთაც მსგავსი ჰობი აქვთ. ვაგონების მოწესრიგება კომპანიას დიდი ხარჯი არ უჯდება. მოხატულ ნაწილის გადაცლა ხდება", - აცხადებენ კომპანიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG