Accessibility links

site logo site logo

ახალციხეში სეტყვამ ხილი და ვენახი დააზიანა


2 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათისთვის, ახალციხეში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ხეხილი და ვენახი დააზიანა. სეტყვა იყო ახალციხის სოფლებში (მინაძე, ჭაჭარაქი და ღრელი).

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ამ დრომდე სწავლობს სეტყვის შედეგებს. სეტყვა და წვიმა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. ახალციხის გარდა დაისეტყვა ადიგენისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები.

პირველ ივლისს დაისეტყვა ასპინძის მუნიციპალიტეტიც. სტიქიამ დააზარალა სოფლები აწყვიტა და ზველი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG