Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიშა ონიანმა გორის მერობა გადაიფიქრა


გრიგოლ (გრიშა) ონიანმა გორის მერობა გადაიფიქრა. გადაწყვეტილება მან მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მიიღო. ონიანი გორელებზე ნაწყენია.

"მერობა კი არა, ქორწილში რომ დამპატიჟონ, გორში აღარ ჩამოვალ", - განაცხადა გრიგოლ ონიანმა, რომელიც გორის თეატრში სტალინისტების მრავალრიცხოვან დასწრებას ელოდა, თუმცა დარბაზში 50-მდე ადამიანი შეიკრიბა.

მან ისაუბრა პოლიტიკური ორგანიზაციის "გრიგოლ ონიანი - მე-20 საუკუნის" გეგმებზე. ამ გეგმებში შედიოდა იოსებ სტალინის ნეშტის გორის ციხეზე გადასვენება. ამ ციხეში იგი სტალინის დედის ეკატერინე ჯუღაშვილის და დავით აღმაშენებლის გადასვენებაზეც საუბრობდა, თუმცა ესეც გადაიფიქრა და განაცხადა, რომ სტალინის ნეშტს თბილისში, კაენის გორაზე გადაასვენებს.

გრიშა ონიანმა გორის მერობა გადაიფიქრა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:38 0:00

მისი სიტყვებით, ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები უნდა ყოფილიყო ტესტი გორელებისთვის - უნდათ თუ არა მათ სტალინი. დღეს მოსახლეობისგან მისი აქტივობების მიმართ მცირე ინტერესის გამო, მას ამ "ტესტის" წარმატებით ჩაბარების იმედი აღარ აქვს.

გრიშა ონიანმა გორის მერობის სურვილზე 24 ივნისს ისაუბრა.

"მე პარტიას ვაყალიბებ ყველას წინააღმდეგ. გეტყვით წინაპართა დანაბარებს, შევარდნაძის დანაბარებს: გორი იქცევა მექად", - ამბობდა ონიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG