Accessibility links

site logo site logo

"საქნახშირი" დასაქმებულების გაფიცვაზე: პროტესტის ეს ფორმა უშედეგოა


დღეს დილიდან ტყიბულში "საქნახშირის" თანამშრომლები გაიფიცნენ. 400-მდე თანამშრომლის გაფიცვის შესახებ ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებს.

"ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ - როგორც თავად ამბობენ, ამჟამად მათი ხელფასი შეადგენს 450-800 ლარს (პოზიციების მიხედვით), რაც მათი თქმით შესრულებული სამუშაოს სიმძიმისა და სამომხმარებლო პროდუქტებზე დღეს არსებული ფასების შესაბამისი არ არის", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია აცხადებს, რომ საჭიროა კონსტრუქციული დიალოგი, თუმცა თანამშრომლებს გაფიცვის გამო აკრიტიკებს და მათ პასუხისმგებლობაზე საუბრობს:

"მსგავსი ქმედებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საწარმოს ტექნიკურ უსაფრთხოებას და ფინანსურ მდგომარეობას. პროტესტის ეს ფორმა უშედეგოა, აფერხებს სხვა სტრუქტურული ერთეულების მუშაობას და საწარმოს წინსვლასა და განვითარებას ხელს უშლის", - აცხადებენ კომპანიაში.

პროფკავშირები მიიჩნევს, რომ გაფიცვა სრულად კანონიერია და კომპანია ცდილობს წარმოაჩინოს როგორც "დასაქმებულების სამუშაოზე გამოუცხადებლობა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG