Accessibility links

site logo site logo

ცნობილი ცხინვალელი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა Covid-19-ით გარდაიცვალა


ცნობილი ცხინვალელი პოლიტოლოგი და სამოქალაქო აქტივისტი დინა ალბოროვა Covid-19-ით გარდაიცვალა. მან დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში იავადმყოფა. მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა და ადგილობრივმა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

დინა ალბოროვა აქტიურად მონაწილეობდა ქართულ-ოსურ სამოქალაქო დიალოგის სხვადასხვა ფორმატებში და ყოველთვის აფიქსირებდა დიალოგის აუცილებლობას ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ის აქტიურად თანამშრომლობდა ქართველ კონფლიქტოლოგებთან და პოლიტოლოგებთან: გოგი ხუციშვილთან, პაატა ზაქარეიშვილთან, ნინო კალანდარიშვილთან, არჩილ გეგეშიძესთან და სხვებთან. მისი ქართველი კოლეგები სოციალური ქსელით სამძიმრის განცხადებებს უკვე ავრცელებენ.

დინა ალბოროვა ივლისსა და აგვისტოში ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის მორიგ შეხვედრებში მონაწილეობისთვის ემზადებოდა, რომელიც ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის და ადამიანის უფლებათა ცენტრის ინიციატივით უნდა ჩატარებულიყო. დინა ალბოროვა 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG