Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას ოთხი ნაკრები აგრძელებს


ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილე ოცდათორმეტი ქვეყნის ნაკრებიდან, თასისთვის ბრძოლას ოთხი შემორჩა - ნახევარფინალის საგზურები მოიპოვეს იტალიის, ესპანეთის, დანიისა და ინგლისის ნაკრებებმა.

იტალიამ მეოთხედფინალში ბელგიას მოუგო - 2:1. დანიამ ასეთივე ანგარიშით დაამარცხა ჩეხეთი. ესპანეთმა შვეიცარიას პენალტების სერიაში აჯობა. ინგლისმა კი უკრაინას ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა (4:0).

6 ივლისს, ფინალის საგზურისთვის იტალიელები და ესპანელები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 7 ივლისს - დანიელები და ინგლისელები. ევროპის ჩემპიონი კი 11 ივლისს გამოვლინდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG