Accessibility links

site logo site logo

ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარი ლოკალიზებულია


ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე 3 ივლისს გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა - 50 მეხანძრე-მაშველი და ერთი ვერტმფრენი.

3 ივლისს ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის სულ ორი ვერტმფრენი.

ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარი ლოკალიზებულია
please wait

No media source currently available

0:00 0:01:06 0:00

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი მიუვალ ადგილზე, 30 ივნისსაც გაჩნდა. რთული რელიეფის გამო ცეცხლის ჩაქრობა ცოცხალი ძალით მოხდა. მაშინ დაიწვა ტერიტორიის დაახლოებით 5-6 ჰექტარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG