Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სექსიზმის გამო აკრიტიკებენ, მას შემდეგ, რაც ქალი კადეტები მარშზე მაღალი ქუსლებით გამოჩნდნენ


უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მწვავედ გააკრიტიკეს გადაწყვეტილების გამო, ქალ სამხედროებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სცმოდათ სარეპეტიციო მარშზე, რომლითაც ემზადებოდნენ მომავალ თვეში, უკრაინის საბჭოთა კავშირისგან გასვლის 30-ე წლისთავის აღსანიშნავი აღლუმისთვის.

სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალებმა მიმდინარე კვირაში კიევში რეპეტიცია გაიარეს სამხედრო უნიფორმასა და შავ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში. ამ ფაქტს ფართო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ მედიაში და 2 ივლისს პარლამენტშიც - ბევრი თვლის, რომ ქალი სამხედროები სექსუალიზაციის ობიექტები გახდნენ.

რეპეტიციის ამსახველი ფოტო თავდაცვის სამინისტრომ 1 ივლისს გამოაქვეყნა. უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს უთხრა, რომ მაღალი ქუსლების შერჩევა თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე მოხდა. მინისტრი ანდრეი ტარანი აცხადებს, რომ საკუთრივ აღლუმზე კადეტები სხვაგვარი უნიფორმით და ფეხსაცმლით წარდგებიან.

XS
SM
MD
LG