Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი ფრანცისკე სექტემბერში უნგრეთს და სლოვაკეთს ეწვევა


რომის პაპმა, ფრანცისკემ, გამოაცხადა ტურნეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სექტემბერში ვიზიტებს უნგრეთსა და სლოვაკეთში.

4 ივლისს, წმინდა პეტრეს მოედანზე, მორწმუნეთა წინაშე გამოსვლისას ფრანცისკემ დაადასტურა, რომ ბუდაპეშტში მონაწილეობას მიიღებს რელიგიური კონგრესის დასკვნით მესაში, რომელიც 12 სექტემბერსაა დანიშნული და შემდეგ, იმავე დღეს, სლოვაკეთს მიაშურებს.

რომის პაპის ჩასვლას 12 სექტემბრის ღონისძიებაზე ბუდაპეშტში დიდი ხანია ელიან - ამბობს ვატიკანი და დასძენს, რომ მან ეს მოწვევა მიიღო.

ვატიკანს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, შეხვდება თუ არა პაპი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG