Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის ელჩი „პრაიდზე“: პოლიციამ უნდა დაიცვას ქვეყნის თითოეული მოქალაქე


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი "ღირსების მარშს“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ისინი, ვისაც სურთ, რომ ხელი შეუშალონ მშვიდობიან მსვლელობას ძალადობით და ზიზღით, არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას.“

კელი დეგნანის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია იცავს მისი თითოეული მოქალაქის უფლებებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიცვას ქვეყნის თითოეული მოქალაქე“, - თქვა ელჩმა და დასძინა: - „ეს ძალიან რთული დავალებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, საქართველოს პოლიცია ამას თავს კარგად გაართმევს და ხვალ მარში მშვიდობიანად ჩატარდება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG