Accessibility links

site logo site logo

რუსეთში აღირიცხა კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე ბევრი შემთხვევა იანვრის შემდეგ


რუსეთმა 4 ივლისს გამოაცხადა COVID-19-ით ინფიცირების 25,142 ახალი შემთხვევა, რაც ყველაზე მაღალი მონაცემია იანვრის დასაწყისის შემდეგ. რუსეთში ვრცელდება კორონავირუსის ახალი, დელტას სახელით ცნობილი ვარიანტი.

მიმდინარე კვირაში რუსეთი ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში აცხადებდა კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალ მონაცემს. 3 ივლისს ინფიცირების შედეგად დაიღუპა 697 ადამიანი, 4 ივლისის ოფიციალური მონაცემებით კი ეს რიცხვი 663 ადამიანს უტოლდება.

ინფიცირების ახალ ტალღას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ ბევრი მოქალაქე უარს ამბობს აცრაზე. ჯერჯერობით რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 15-მდე პროცენტია ვაქცინირებული.

კორონავირუსით რუსეთში 137,925 ადამიანია დაღუპული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG