Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: მარშისა და აქციების უკან დგას რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ღირსების მარშის“ ორგანიზატორების უკან რადიკალური პოლიტიკური რევანშისტული ჯგუფები დგანან. საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყების წინ მან განაცხადა, რომ მათი მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო არეულობისა და ქაოსის შეტანაა:

„სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული რადიკალური ჯგუფები. კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. ისინი არიან ჩართულები. აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს.

და, რა თქმა უნდა, სწორედ მათი მიზანი არის დღეს ჩვენს ქვეყანაში სამოქალქო არეულობის და ქაოსის შემოტანა, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ამას ჩვენ არ დავუშვებთ. მინდოდა, რომ ეს მოსახლეობისთვის მეთქვა და განმემარტა. რა თქმა უნდა, როგორც ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სიძულვილის ჯგუფებმა, რომლებიც თბილისში „ღირსების მარშის“ გასაპროტესტებლად იკრიბებიან, პარლამენტის შენობის წინ კარვები აშალეს. ადგილზე არიან პოლიციელებიც.

რუსთაველის გამზირზე კარვები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არის გაშლილი. ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის მიუხედავად, კარვები ამ დრომდე იყო პარლამენტის წინ გაშლილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG