Accessibility links

site logo site logo

ირანის ერთადერთი ბირთვული ელექტროსადგური კვლავ ამუშავდა ორკვირიანი პაუზის შემდეგ


ირანის ერთადერთი ბირთვული ელექტროსადგური კვლავ ამუშავდა მას შემდეგ, რაც ის ორი კვირის წინ გააჩერეს საგანგებო ვითარების გამო. ამის შესახებ მედიას განუცხადა ბუშერის ბირთვული ელექტროსადგურის ხელმძღვანელმა მაჰმუდ ჯაფარიმ.

ირანის საინფორმაციო სააგენტო ISNA-ს მოჰყავს ჯაფარის სიტყვები იმის თაობაზე, რომ „ტექნიკური პრობლემები“, რის გამოც დაიხურა 1000-მეგავატიანი რეაქტორი, „გამოსწორებულია“, რაც ბირთვული ობიექტის კვლავ ამუშავების საშუალებას იძლევა.

ჯაფარიმ, რომელიც ამავე დროს ირანის ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციის (AEOI) ხელმძღვანელის მოადგილეა, თქვა, რომ ელექტროსადგურმა 4 ივლისს განაახლა მუშაობა. მან ირანელებს ასევე მოუწოდა, „დაეხმარონ“ ქვეყნის გადატვირთულ ელექტრომომარაგებას და მინიმუმამდე შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება.

20 ივნისს AEOI-მ „ტექნიკური პრობლემით“ გაამართლა ელექტროსადგურის გაჩერება და თქვა, რომ ენერგეტიკის სამინისტროს ერთი დღით ადრე შეატყობინა ამის შესახებ.

გასულ კვირაში ირანის ხელისულებამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ელექტროსადგურის მწყობრიდან გამოსული გენერატორის შეკეთება.

გაეროს უწყების, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, მისთვის ცნობილია ბუშერის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ კომენტარზე უარი განაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG