საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 26 პაციენტი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 33 002 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 838 შემთხვევა.
დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 3.63%;
- ბოლო 7 დღის - 3.4%;
- ბოლო 14 დღის - 2.85%.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 1515-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 369 886 შემთხვევა. მათგან 355 127 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5373 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი