Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვამ ოფიციალური სტატუსი მიანიჭა ბელარუსის ოპოზიციას


სვიატლანა ციხანოუსკაია
სვიატლანა ციხანოუსკაია

ლიეტუვამ ოფიციალური სტატუსი მიანიჭა ბელარუსის დემოკრატიულ ოპოზიციას, რომელსაც სვიატლანა ციხანოუსკაია ხელმძღვანელობს.

"დღეს ლიეტუვაში ბელარუსის დემოკრატიული წარმომადგენლობა აკრედიტირებული ინსტიტუტია" - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ვილნიუსში 5 ივლისს. "ვიმედოვნებთ, რომ ეს ბელარუსის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლებს დაეხმარება თავიანთი ხმა გააგონონ სხვა ქვეყნებს" - დასძინა მან.

ციხანოუსკაია და ბელარუსის ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები თავს ლიეტუვას აფარებენ მას შემდეგ, რაც ავტორიტარმა ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ რეპრესიები წამოიწყო ოპოზიციის წინააღმდეგ, შარშან აგვისტოში ჩატარებული, კამათის საგნად ქცეული არჩევნების ფონზე.

ლიეტუვა ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მწვავედ აკრიტიკებს ლუკაშენკას და ევროკავშირს მოუწოდებს მკაცრი პასუხი გასცეს მის რეჟიმს.

ოფიციალური სტატუსი გაზრდის ოპოზიციის ლეგიტიმურობის ხარიხს, იმის მიუხედავად, რომ ეს არ იქნება სრული დიპლომატიური მისია ყველა უფლებით და პრივილეგიით, რომლებიც სახელმწიფოს ენიჭება ხოლმე.

ციხანოუსკაია ტელეგრამით წერს, რომ ლიეტუვის აქტით "დაიწყო რეჟიმის დელეგიტიმაციის ახალი ეტაპი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG