Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთი საზღვრის დაცვას აძლიერებს, თალიბანის შეტევის შედეგად ავღანეთის ძალების კოლაფსის გამო


ემომალი რაჰმონი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი
ემომალი რაჰმონი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი

ტაჯიკეთი ავღანეთთან საზღვარს დამატებით 20.000 სამხედროთი გააძლიერებს, იმ ფონზე, როცა თალიბანი ჩრდილოეთ ავღანეთში ბევრ ტერიტორიას იკავებს და ქვეყნიდან აშშ-ის სამხედროები გადიან.

ავღანეთის უსაფრთხოების ძალების სწრაფ კოლაფსს აჩვენებს ის გარემოება, რომ წუხელ ტაჯიკეთს თავი კიდევ 1000-ზე მეტმა ავღანელმა სამხედრომ შეაფარა - იუწყება ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახური 5 ივლისს.

ტაჯიკეთის მესვეურები აცხადებენ, რომ ავღანეთთან 1,357-კილომეტრიანი საზღვრის ორი მესამედი თალიბანის კონტროლის ქვეშაა და ემზადებიან ლტოლვილების ტალღისთვის.

უსაფრთხოების საკითხებზე 5 ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა საზღვარზე კიდევ 20.000 სამხედროს გაგზავნის ბრძანება გასცა. ამასთან, რაჰმონი ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და შუა აზიის ქვეყნების, უზბეკეთის და ყაზახეთის ლიდერებს. კრემლის განცხადებით, პუტინმა რაჰმონს უთხრა, რომ მოსკოვი მზად არის ტაჯიკეთს საჭირო დახმარება გაუწიოს.

თალიბანი იპყრობს ბადახშანის რეგიონს, სადაც ამჟამად ავღანეთის სამთავრობო ძალები 28-დან მხოლოდ 8 ოლქს აკონტროლებენ - ეუბნებიან ადგილობრივი წყაროები რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG