Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნედ პრაისი: ვგმობთ 5 ივლისს საქართველოში მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს


ნედ პრაისი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი
ნედ პრაისი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი გმობს 5 ივლისს თბილისში სამოქალაქო აქტივისტების, თემის წევრებისა და ჟურნალისტების მიმართ გამოჩენილ ძალადობას. სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ იგი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და პასუხი აგებინოს ძალადობაში მონაწილე პირებს:

„ვგმობთ 5 ივლისს საქართველოში მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, თემის წევრებსა და ჟურნალისტებზე. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და ძალადობაში მონაწილე პირები გაასამართლონ“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი.

„თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თბილისის ცენტრში „ღირსების მარშის“ გამართვის საწინააღმდეგოდ 5 ივლისს დილიდან შეიკრიბნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარშის" ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მოგვიანებით "ღირსების მარში" ორგანიზატორებმა გააუქმეს, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა შსს-ს მიერ შეთავაზება, შეეცვალათ მარშის ჩატარების ადგილი.

დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი. სულ იძალადეს 55 ადამიანზე, რომელთაგან 53 მედიის წარმომადგენელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG