Accessibility links

site logo site logo

ავსტრიელ ულტრამემარჯვენეთა ყოფილი ლიდერი კორუფციის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგება


ჰაინც-ქრისტიან შტრახე

კორუფციის საქმეზე ბრალდებული ავსტრიის ყოფილი ვიცე-კანცლერი და ულტრამემარჯვენე პარტია თავისუფლების ლიდერი, ჰაინც-ქრისტიან შტრახე, 6 ივლისს სასამართლოს წინაშე წარდგება. ამ საქმის გარშემო აგორებულ სკანდალს 2019 წელს სამთავრობო კოალიციის დაშლა მოჰყვა.

პოლიტიკური კრიზისი ავსტრიაში დაიწყო მას შემდეგ, როცა გამოქვეყნდა 2017 წელს გადაღებული ვიდეო, რომელზეც სავარაუდოდ ჩანს როგორ სთავაზობს ჰაინც-ქრისტიან შტრახე პოტენციურ რუს ქველმოქმედს სამთავრობო კონტრაქტებს პოლიტიკური შეწირულებების სანაცვლოდ.

შხვედრა 2017 წლის ივლისში მოხდა კუნძულ იბიცაზე იმ არჩევნებამდე სამი თვით ადრე, რომლის შედეგადაც პარტის თავისუფლება სამთავრობო კოალციის წევრი გახდა.

თავისი ანტიიმიგრანტული რიტორიკის გარდა ეს პოლიტიკური ძალა, ოპონენტების თქმით, რუსეთის ინტერსების ლობირებითაც არის ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG