Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აცრაზე რეგისტრაცია ამცრელ კლინიკებშიც არის შესაძლებელი


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, თუ მოქალაქე ვერ ახერხებს ვაქცინაციაზე რეგისტრაციას სპეციალურ ვებგვერდზე, მას შეუძლია ამცრელ კლინიკაში მივიდეს და ისე დარეგისტრირდეს. სიახლეების შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

"ეს გზა რიგების თავიდან აცილების მიზნით ნაკლებად სასურველია, მაგრამ თუ მოქალაქე სხვაგვარად ვერ ხვდება ვაქცინაციის პროგრამაში და მას სჭირდება დახმარება, ესეც შესაძლებელია", - განაცხადა გაბუნიამ.

მან კიდევ ერთი სიახლის შესახებ ისაუბრა. ხანდაზმულ ან ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, რომლებიც ვარ ახერხებენ კლინიკებში მისვლას, შეუძლიათ ამცრელი ბრიგადის გამოძახება. ამისთვის მათ უნდა დარეკონ 1522-ზე და მათთან რესპუბლიკური კლინიკის ამცრელი ჯგუფი მივა.

საქართველოში 5 ივლისიდან დაიწყო მასობრივი ვაქცინაცია. ამ ეტაპზე 27 ათასზე მეტი ჯავშანი უკვე გაკეთებულია. გარდა ამისა, 100-მდე პირმა ოჯახში ვაქცინაცია მოითხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG