Accessibility links

site logo site logo

სანქტ-პეტერბურგში დააკავეს ესტონეთის კონსული


სანქტ-პეტერბურგში დააკავეს ესტონეთის კონსული მარტ ლიატე. როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება ფსბ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობების ცენტრზე დაყრდნობით, ლიატე დაკავებულია „რუსეთის მოქალაქისგან დახურული ხასიათის მასალების მიღებისას“.

როგორც RBC აღნიშნავს, ფსბ-ში მიიჩნიეს, რომ დიპლომატის ქმედება „აშკარად მტრულ ხასიათს ატარებდა“ და პირობა დადეს, რომ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მიიღებენ ზომებს.

თებერვალში რუსეთმა და ესტონეთმა თითო დიპლომატი გააძევეს. ჯერ ესტონეთმა გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთი თანამშრომელი. საპასუხოდ რუსეთმა გამოაცხადა ესტონელი დიპლომატის გაძევების შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მაშინ განაცხადა, რომ ესტონეთის მიერ გაძევებული თანამშრომელი კულტურისა და განათლების საკითხებზე მუშაობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG