Accessibility links

site logo site logo

ძალადობრივი ჯგუფები კორდონებს არღვევენ, აქციაზე ისმის აფეთქების ხმები


თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მიმდინარე მდუმარე აქციაზე დაძაბულობაა - ძალადობრივი ჯგუფები, რომელსაც პოლიცია მდუმარე აქციიდან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის ბარიერებით ყოფდა, ცდილობენ გაარღვიონ დაბრკოლებები და შევიდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიცია, აქტივისტები და მოქალაქეები არიან შეკრებილები. პერიოდულად ისმის აფეთქებების ხმა, მოქალაქეები რკინის ჯებირებთან მყოფ პოლიციას თხოვენ, გამოიყენონ მოძალადე ჯგუფების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება. რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქციის მიმართულებით ისვრიან ქვებს და ბოთლებსაც.

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა სამარშუტო ტაქსები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ფორმულაც ცნობით, ძალადობრივი ჯგუფები სამართალმცველების წინააღმდეგ იყენებენ წიწაკის სპრეის.

რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული - დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. დაკავებულთა რაოდენობას შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ აზუსტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG