Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისიამ რუსეთს ურჩია, უარი თქვას „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონებზე


ვენეციის კომისიამ რუსეთს ურჩია, უარი თქვას „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონებზე. ალტერნატიულ ზომად რუსეთს შესთავაზეს, შეავიწროოს ამ კანონების მოქმედება, პროგრამა მინიმუმად კი - თავად ტერმინის გამოცვლა.

ვენეციის კომისიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონმდებლობა ძალზე ზოგადია და საშუალებას იძლევა, ის გამოყენებულ იქნეს პირთა, მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების განუსაზღვრელი წრის მიმართ. რეკომენდაციის ავტორთა აზრით, კანონები არ ემსახურება იმ მიზნებს, რასაც, როგორც რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, უნდა ემსახურებოდეს ისინი. ამის შედეგად ხდება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები. დოკუმენტის ავტორთა თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებებმა შესაძლოა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების განხორციელების თავისუფალ განხორციელებაზე ძლიერი დემოტივირების ეფექტი იქონიონ.

ვენეციის კომისია რუსეთს ურჩევს, უარი თქვას კანონებზე ან, უკიდურეს შემთხვევაში, დააზუსტოს მათი მოქმედება. ამავე დროს კომისიის თანახმად, ტერმინი „უცხოეთის აგენტი“ სტიგმატიზაციას იწვევს და არ არის ზუსტი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG