Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგლისის ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში


ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იტალიისა და ინგლისის ნაკრებების ფინალით დასრულდება. ბრიტანელებმა ტურნირის გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება საკუთარ მოედანზე - „უემბლიზე“ გამართულ ნახევარფინალში მოიპოვეს დანიის ნაკრების ძლევით.

შეხვედრის ძირითად დროში გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს და ფინალის
საგზურის ბედი დამატებით დროში გადაწყდა - 104-ე წუთზე ჰარი კეინმა
პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ კასპერ შმეიხელის მოგერიებულ ბურთთან
პირველი ისევ თვითონ გაჩნდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.

ინგლისის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალში აქამდე არასოდეს უთამაშია, იტალიელები კი ტურნირის გადამწყვეტ მატჩში მეოთხედ მიიღებენ მონაწილეობას. 1968 წელს ევროპის ჩემპიონებიც გახდნენ ფინალში იუგოსლავიის ნაკრების ძლევით, 2000 და 2012 წლების ევროპირველობების საჩემპიონო შეხვედრებში კი საფრანგეთთან და ესპანეთთან დამარცხდნენ.

ევრო 2020-ის ფინალს 11 ივილსს „უემბლი“ უმასპინძლებს.

XS
SM
MD
LG