Accessibility links

site logo site logo

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ 5 პირი დააკავეს


5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ ნაცემი TV პირველის ოპერატორი

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ 5 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლა, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნა და ჯგუფური ძალადობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით:

  • ბრალდებულმა ო.გ.-მ და ც.ჩ.-მ ორგანიზაცია "სირცხვილიას" ოფისში, ტელეკომპანია "TV პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა;
  • ბრალდებულებმა ბ.მ.-მ, მ.დ.-მ და თ.გ.-მ თაბუკაშვილის და ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე "TV პირველის" ოპერატორს და საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2, 156-ის მე-2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ბოლო მონაცემებით, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG