Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებენ საიტ „ჩვენი ნივის“ რედაქტორისა და ჟურნალისტების ოფისებში


8 ივლისს ბელარუსის ინფორმაციის სამინისტრომ შეზღუდა ინტერნეტ-გამოცემა „ჩვენ ნივაზე“ წვდომა გენერალური პროკურატურის შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე, რომელიც გარკვეული ხასიათის ინფორმაციების გამოქვეყნების აკრძალვის თაობაზე მედიის შესახებ კანონის 38-ე მუხლს ეფუძნება.


რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, რედაქციის ოფისში მივდნენ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარატამენტის წარმომადგენლები, ხოლო საიტი არ იხსნება. ინტერნეტ-გამოცემის მთავარი რედაქტორის, ეგორ მარტინოვიჩის ცოლმა დამოუკიდებელ ჟურნალისტებს აცნობა, რომ მისი ქმარი დააკავეს.

გამოცემის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, არემ გარბაცევიჩმა, ჟურნალისტებს აცნობა, რომ ბოლო მომენტამდე არ იციან, თუ რა გახდა ჩხრეკის ჩატარების მიზეზი და სისხლის სამართლის რა მუხლით არის აღძრული საქმე.


მანამდე, 2021 წლის მაისში სამართალდამცველებმა „ჩვენი ნივის“ მთავარი რედაქტორის, ეგორ მარტინოვიჩისა და მისი მეუღლის, გამოცემა TUT.BY-ის ჟურნალისტის, ადარი გუშტინის, ბინა გაჩხრიკეს.

ბელარუსის ხელისუფლება განაგრძობს 2020 წლის აგვისტოს პრეზიდენტის არჩევნებსი შემდეგ დაწყებულ რეპრესიებს, რომელიც პოლიტიკური ოპეონეტების გარდა, უფლებათდამცველებისა და მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ არის მიმართული.

შეთითხნილი ბრალდბებების საფუძველზე ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორებში ყველაზე დიდი პორტალის, „ტუტ.ბის“, მთავარი რედაქტორი და 14 თანაშრომელი იმყოფება.

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის რეპრესიული პოლიტიკის გამო, ევროკავშირმა და აშშ-მა უკვე სანქციების ოთხი პაკეტი დაუწესეს ლუკაშენკას რეჟიმს. შეზღუდვები შეეხო კალიუმის, ნავთობისა და საბანკო სექტორებს. მთლიანობაში, სანქციები გავრცელდა 166 ადამიანსა და 15 დაწესებულებაზე.

ევროკავშირისა და აშშ-ის მსგავსად, ბელარუსის მიმართ შემზღუდავი ზომების გაფართოების შესახებ განაცხადეს დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციების სიაში შეიყვანა დამატებით კიდევ 16 ბელარუსი მაღალჩინოსანი და ხუთი დაწესებულება, მათ შორის, ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების სამსახური და ოკრესტინას ქუჩაზე მდებარე მინსკის იზოლატორი, რომელშიც საბოლოო განაჩენის მოლოდინში ათეულობით პოლიტპატიმარი იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG